მომსახურება
სარეკლამო კამპანიების მართვა
თქვენი კამპანიები ერთ პლატფორმაზე — Facebook-სა და Instagram-ზე ან Google-ში: გამართვა, მართვა და ყოველთვიური ანგარიში.
რას იღებთ
- ერთი პლატფორმა: Meta (Facebook და Instagram) ან Google Ads
- სარეკლამო ანგარიშის, გვერდებისა და უფლებების გამართვა
- კამპანიის მიზნის, აუდიტორიისა და ბიუჯეტის შეთანხმება თქვენთან
- სარეკლამო ტექსტები და თვეში 4-მდე სტატიკური ვიზუალი
- შედეგების მონიტორინგი, აუდიტორიისა და მასალების კორექტირება
- ყოველთვიური ანგარიში შედეგებისა და მოთხოვნების შესახებ
როგორ მუშაობს
სარეკლამო ბიუჯეტს პირდაპირ პლატფორმას უხდით; ის ამ ფასში არ შედის და თქვენთან წინასწარ თანხმდება. თქვენს ვებსაიტზე გაზომვა გამართული უნდა იყოს: თუ ასე არ არის, ჯერ შეუკვეთეთ „თრექინგისა და გაზომვის გამართვა“.
არ შედის
სარეკლამო ბიუჯეტი, ვიდეოს დამზადება და ფოტოგადაღება. გაყიდვების ან მოთხოვნების კონკრეტულ რაოდენობას არ გპირდებით: შედეგი დამოკიდებულია ბაზარზე, შეთავაზებასა და ბიუჯეტზე.